ვლადიმერ პუტინმა 9-11 მაისს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80 წლისთავის აღსანიშნავ დღეებში უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა.

ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „იტარ ტასი“ ავრცელებს.

პუტინის გადაწყვეტილებით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 8 მაისს ღამის 00:00 საათზე დაიწყება და 11 მაისს 00:00-მდე გაგრძელდება.

ამასთან, კრემლში დაადასტურეს მზადყოფნა, უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებები წინაპირობების გარეშე გამართონ.

ცნობისთვის, პუტინმა სამშვიდობო ზავი, 30 საათი ასევე გამოაცხადა აღდგომის დღესასწაულის დროსაც, თუმცა მიუხედავად ამისა, უკრაინის მტკიცებით, რუსეთმა არაერთხელ თავად დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი. საპირისპიროს ამტკიცებდნენ მოსკოვში და ზავის პირობების შესრულების დარღვევაში კიევს სდებდნენ ბრალს. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი, პუტინის მიერ გამოცხადებულ „სააღდგომო ზავს“ უწოდა მარკეტინგული ხრიკი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპის გულის მოგებას ისახავდა მიზნად.



თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
მარია ზახაროვა - კიევს მშვიდობა არ სურს, ზელენსკი ტერორისტულ თავდასხმებს პირდაპირ ეთერში გეგმავს
ბიზნეს შეთავაზებები სტუმარმასპინძლობის სექტორისთვის საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკში
ვაგზლის ბაზრობის ტერიტორია დაიწვა