მარია ზახაროვა - კიევს მშვიდობა არ სურს, ზელენსკი ტერორისტულ თავდასხმებს პირდაპირ ეთერში გეგმავს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და „მისი ექსტრემისტული ბანდა“ სამშვიდობო ძალისხმევას ძირს უთხრიან.

„რა „ზავზე“ შეიძლება ვისაუბროთ კიევის რეჟიმის მხრიდან, როცა ბანკოვა [ქუჩა კიევის ცენტრალურ ნაწილში] პირდაპირ ეთერში ტერორისტულ თავდასხმებს გეგმავს! ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ სამშვიდობო ძალისხმევას ძირს სწორედ ზელენსკი და მისი ექსტრემისტული ბანდა უთხრიან. ყოყოჩობენ კიდეც ამით. სწორედ ამას აკეთებენ კლასიკური ტერორისტები,“ - აღნიშნა ზახაროვამ.

ამ კომენტარით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გუშინდელ განცხადებას, რომლის თქმითაც, რუსები შეშფოთებულნი არიან იმით, თუ როგორ ჩაივლის გამარჯვების 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაგეგმილი აღლუმი.

„ახლა ისინი ღელავენ, რომ მათი აღლუმი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და სწორადაც ღელავენ. მაგრამ უნდა იდარდონ იმაზე, რომ ეს ომი კვლავ გრძელდება. მათ ომი უნდა დაასრულონ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.



თიბისი ტექსკოლის გაზაფხულის სემესტრზე სწავლა დაიწყო
მიხეილ ჯანელიძე - რუსეთი „ოცნების“ ხელით ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობას გვიკლავს
მიიღეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში
SOLO-ს მხარდაჭერით Jazz Club 1984-ში ბექა გოჩიაშვილის ღონისძიება გაიმართება