აქციების დროს დაკავებული 8 პირი მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, თამარ მჭედლიშვილმა აქციების დროს დაკავებული 8 პირი პატიმრობაში დატოვა.

დღევანდელ სხდომაზე შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება სავალდებულო წესით გადაისინჯა. ყოველ 2 თვეში სასამართლო ვალდებულია აღკვეთის ღონისძიება გადასინჯოს.

ბრალდების მხარემ ბრალდებულების პატიმრობაში დატოვების შუამდგომლობა დააყენა, პროკურორების თქმით, არსებობს მიმალვის და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. დაცვის მხარე ბრალდების არგუმენტაციას არ დაეთანხმა და 8 პირის გათავისუფლება მოითხოვა. დაცვის მხარის განცხადებით, პროკურატურა ვერ ასაბუთებს, რატომ უნდა დარჩნენ ბრალდებულები პატიმრობაში.

მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა გაიზიარა. მომდევნო სასამართლო სხდომა 7 მაისს, 12:00 საათზე გაიმართება.

სამ ბრალდებულს, ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან - მათ 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ხუთს კი - ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილსა და გიორგი გორგაძეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.



დონალდ ტრამპმა NPR-სა და PBS-ს ფედერალური დაფინანსება შეუწყვიტა
სუს-მა ტერორისტული ორგანიზაციის წევრი დააკავა, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეა
ევროკომისიის პრესმდივანი - მინერალების შესახებ უკრაინისა და აშშ-ს შეთანხმება არ ეწინააღმდეგება ჩვენს კანონმდებლობას და არ იქნება დაბრკოლება ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებისთვის
გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი - Fulbright-ის პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო