
ადვოკატმა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულა.
როგორც უფლებადამცველმა, გიორგი კონდახიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში, ნიკა მელიას, სასამართლოს უპატივცემულობაზე, რაც მელიას მხრიდან მოსამართლე ირაკლი შვანგირაძის მიმართ წყლის შესხმაში გამოიხატა, ბრალდებას წარუდგენენ.
მისი თქმით, ნიკა მელიას „ეს ახალი ბრალდებები ღიმილად არ ჰყოფნის“.
„ის არის სამარტოო საკანში. ღიმილად არ ჰყოფნის ეს ახალი ბრალდებები. ჩვენ ჯერ არ დაგვკავშირებია არავინ და როგორც გაავრცელეს ინფორმაცია, ბრალს წარუდგენენ. [დაკავებისას] არავითარი წინააღმდეგობა არ ყოფილა. კახა კალაძესაც გაუკეთებია განცხადება, რომ დაუმორჩილებლობას, შეურაცხყოფას ჰქონდა ადგილი და გამოიძახეს პოლიციაო, რაც არის მტკნარი სიცრუე. ყველაფერი მოხდა წამიერად, ყველანი იყვნენ აღჭურვილი. არანაირი წინააღმდეგობა და შეურაცხყოფა არ ყოფილა. ვითხოვთ, გასაჯაროვდეს კადრები. სამხრე კამერები ჰქონდათ, ასევე, ავტომანქანაზე იყო ვიდეო სარეგისტრაციო აპარატები და პოლიციას ყველაფერი წაღებული აქვს. გაასაჯაროონ თუ ეს სიმართლეა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს სიმართლე არაა. ეს იყო წინასწარ დაგეგმილი კრიმინალური ოპერაცია,“ - განაცხადა კონდახიშვილმა.
ცნობისთვის, ნიკა მელია პოლიციამ 29 მაისს ადმინისტრაციული წესით დააკავა. მეორე დღეს კი, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე მისი სასამართლო პროცესი გაიმართა. მელიამ პროცესზე მოსამართლეს სიტყვით მიმართვისას წყალი შეასხა. ოპოზიციონერ პოლიტიკოსს კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე შეფარდებული გირაო პატიმრობით შეუცვალეს.

„დღეს ის დღეა, ჩვენი ერთგული მომხმარებლები მთელი წლის განმავლობაში რომ ელოდებით ხოლმე“ - „ფარმადეპოში“ BLACK FRIDAY-ის გრანდიოზული შეთავაზებები დაიწყო
მე 11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა - პირდაპირი
ჯპს-ის ნებისმიერ ფილიალში Black Friday-ს გამორჩეული აქციები უკვე ძალაშია
ფეხბურთი მელიქიშვილზე
მოქალაქეებმა კვლავ ჭავჭავაძის გამზირის ტერიტორია დაიკავეს - პროტესტი გრძელდება
ამერიკული დოლარი | 2.46 | 0.00000 | |
ევროპული ევრო | 2.68 | 0.00000 | |
რუსული რუბლი | 0.03 | 0.00000 | |
ბრიტანული ფუნტი | 3.41 | 0.00000 |