ბადრა გუნბას თქმით, ოჩამჩირეში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა აშენდება

ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტმა ლიდერმა, ბადრა გუნბამ რუსეთის სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედია ТАСС-თან საუბარში ოჩამჩირესი რუსული სამხედრო ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე ისაუბრა.

ინტერვიუში, რომელიც მაისის ბოლოს არის ჩაწერილი, გუნბა ირწმუნება, რომ ოჩამჩირეში აშენდება რუსეთის შავი ზღვის ფლოტის არა სამხედრო-საზღვაო, არამედ მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.

"ალბათ მოგეხსენებათ, რომ საზღვაო ფლოტთან, შავი ზღვის ფლოტთან დაკავშირებით იგეგმება აფხაზეთში თანამშრომლობა, იხსნება მატერიალურ-ტექნიკური ბაზა რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტისთვის. ამ პროგრამის ფარგლებში ჩვენ გავაფართოებთ თანამშრომლობას ჩვენს ქვეყნებს შორის... სამხედრო-საზღვაო ბაზა, როგორც ასეთი, არა, მაგრამ იგეგმება, მეტიც, კი არ იგეგმება, უკვე ხელმოწერილია შეთანხმება ოჩამჩირის რაიონში მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შენებასთან დაკავშირებით, სწორედ შავი ზღვის ფლოტისთვის." - თქვა გუნბამ.



Flitt პირველი ფინტექ კომპანიაა საქართველოში, რომელმაც Visa-ს სრული PayFac სერტიფიკატი მიიღო
აღმოაჩინე საქართველოს ბანკის სტიპენდიები და განათლების გზაზე არ გაჩერდე
საქართველო 2025 წელს მაღალი ეკონომიკური ზრდით დაასრულებს - ეკონომიკის მინისტრის მოადგილე
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 8%-ზე დაადგინა