
ისრაელის სახელმწიფო ტერორიზმის წინააღმდეგ ირანს საკუთარი თავის დაცვის ბუნებრივი უფლება აქვს, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
„სრულიად ბუნებრივი, ლეგიტიმური და კანონიერია, რომ ირანმა ისრაელის ბანდიტიზმისა და სახელმწიფო ტერორიზმისგან თავი დაიცვას. ირანის წინააღმდეგ ისრაელის ტერორისტულ თავდასხმებს ყურადღებით ვაკვირდებით. ამ თავდასხმების თურქეთზე პოტენციური გავლენის გამო ჩვენი ყველა ინსტიტუტი მზადყოფნაშია“, - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
მისი თქმით, ყველაფერს აკეთებს, რომ „ღაზას, სირიის, ლიბანის, იემენისა და ირანის წინააღმდეგ არაადამიანური აგრესია შეაჩეროს“.
„ნეთანიაჰუმ ტირან ჰიტლერს გენოციდის დანაშაულების ჩადენის მხრივ დიდი ხანია გადაასწრო. ვიმედოვნებთ, რომ მათი ბედი მსგავსი არ იქნება. მშვიდობიანი მოქალაქეების, ჩვილებისა და ბავშვების სისხლში ხელები გასვრილი არა მხოლოდ ისრაელის მხარდამჭერებს აქვთ, არამედ მათაც, ვინც დუმს“, - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

„დღეს ის დღეა, ჩვენი ერთგული მომხმარებლები მთელი წლის განმავლობაში რომ ელოდებით ხოლმე“ - „ფარმადეპოში“ BLACK FRIDAY-ის გრანდიოზული შეთავაზებები დაიწყო
მე 11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა - პირდაპირი
ჯპს-ის ნებისმიერ ფილიალში Black Friday-ს გამორჩეული აქციები უკვე ძალაშია
ფეხბურთი მელიქიშვილზე
მოქალაქეებმა კვლავ ჭავჭავაძის გამზირის ტერიტორია დაიკავეს - პროტესტი გრძელდება
ამერიკული დოლარი | 2.46 | 0.00000 | |
ევროპული ევრო | 2.68 | 0.00000 | |
რუსული რუბლი | 0.03 | 0.00000 | |
ბრიტანული ფუნტი | 3.41 | 0.00000 |