სომხეთის პოლიციამ ეჩმიაძინის ტაძართან მთავარეპისკოპოსის დაკავების ოპერაცია გააუქმა

სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა და პოლიციამ ეჩმიაძინის ტაძართან მთავარეპისკოპოსის, დაკავების ოპერაცია გააუქმა. ტაძართან სასულიერო პირის მომხრეები არიან შეკრებილები, რის გამოც, საპოლიციო ძალებთან დაპირპისპირების რისკი გაჩნდა.

"ეროვნული უსაფრთხოების სამსახური მოუწოდებს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ სიტუაციის ესკალაციისგან, ხელი არ შეუშალონ სამართალდამცავებს კანონის აღსრულებაში. მოვუწოდებთ მთავარეპისკოპოს ლიქაელ აჯაპაჰიანს, არ დაიმალოს სამართალდამცავებისგან და თავად წარდგეს ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ძალებთან, რომლებიც მას ელოდებიან" – წერია სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

 

ეჩმიაძინის საკათედრო ტაძართან, სადაც კათალიკოს გარეგინის რეზიდენცია მდებარეობს, ვითარება დაძაბულია. რამდენიმე საათის წინ, ადგილზე საპოლიციო ძალები მთავარეპისკოპოს მიქაელ აჯაფაჰიანის დასაკავებლად მივიდნენ, თუმცა მრევლისა და სასულიერო პირების ნაწილმა საპოლიციო ძალების მთავარეპისკოპოსის დაკავებაში ხელი შეუშალეს. ხალხში მცირე ხნით გამოჩნდა კათალიკოსი გარეგინიც.

მიქაელ აჯაფაჰიანის წინააღმდეგაც სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეობის მიღების მუხლით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

25 ივნისს, სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების თანამშრომლებმა ტავუშელი მთავარეპისკოპოსი, ბაგრატ გალსტანიანი დააკავეს.

მანამდე, სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა თქვა, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა ქვეყანაში ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობა აღკვეთეს.

"სამართალდამცავმა ორგანოებმა კრიმინალური ოლიგარქიული სასულიერო პირების მასშტაბური და ბოროტი გეგმა აღკვეთეს, რომელიც მიზნად ისახავდა სომხეთში სიტუაციის დესტაბილიზაციას და ძალაუფლების ხელში ჩაგდებას". - წერს ფაშინიანი.



Flitt პირველი ფინტექ კომპანიაა საქართველოში, რომელმაც Visa-ს სრული PayFac სერტიფიკატი მიიღო
აღმოაჩინე საქართველოს ბანკის სტიპენდიები და განათლების გზაზე არ გაჩერდე
საქართველო 2025 წელს მაღალი ეკონომიკური ზრდით დაასრულებს - ეკონომიკის მინისტრის მოადგილე
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 8%-ზე დაადგინა