ალექსანდრ სირსკი - ყველაზე ცხელ წერტილში, პოკროვსკის მიმართულებით რუსეთს 111 000-მდე ჯარისკაცი ჰყავს განლაგებული, რაც მის მიერ ჯარისკაცების ყველაზე მასშტაბური მობილიზებაა

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ალექსანდრ სირსკი აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის ყველაზე ცხელ წერტილში, პოკროვსკის მიმართულებით რუსეთს დაახლოებით 111 000 ჯარისკაცი ჰყავს განლაგებული, რაც ომის დაწყებიდან დღემდე, მოსკოვის მიერ ჯარისკაცების ყველაზე მასშტაბური მობილიზებაა.

მისი თქმით, პოკროვსკის მიმართულება რუსეთ-უკრაინის ომის ფრონტის მთელ 1200-კილომეტრიან მონაკვეთზე ყველაზე ცხელი რჩება.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის განცხადებით, აღნიშნული მიმართულებით, ყოველდღიურად სულ მცირე ორმოცდაათი საბრძოლო შეტაკება ხდება და მტერი არ წყვეტს დონეცკის ოლქის ადმინისტრაციული საზღვრის გარღვევის მცდელობებს.



Flitt პირველი ფინტექ კომპანიაა საქართველოში, რომელმაც Visa-ს სრული PayFac სერტიფიკატი მიიღო
აღმოაჩინე საქართველოს ბანკის სტიპენდიები და განათლების გზაზე არ გაჩერდე
საქართველო 2025 წელს მაღალი ეკონომიკური ზრდით დაასრულებს - ეკონომიკის მინისტრის მოადგილე
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 8%-ზე დაადგინა