ბაქოში, რუსული საინფორმაციო სააგენტო „სპუტნიკის“ ოფისში ჩხრეკა მიმდინაროებს

ბაქოში, რუსული საინფორმაციო სააგენტო „სპუტნიკის“ ოფისში ჩხრეკა მიმდინაროებს. ამის შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროში. როგორც უწყებაში განაცხადეს, ამასთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას მედიას უახლოეს ხანში მიაწვდიან.

როგორც აზერბაიჯანული მედია წერს, რუსული საინფორმაციო სააგენტო „სპუტნიკის“ ოფისის შენობა სამართალდამცავებს აქვთ ბლოკირებული.

მედიის ინფორმაციით, მანამდე „სპუტნიკის“ საქმიანობა აზერბაიჯანში ოფიციალურად შეჩერდა, თუმცა გავრცელებული ცნობით, სააგენტო ფუნქციონირებას აგრძელებდა.

შეგახსენებთ, მანამდე ცნობილი გახდა, რომ ეკატერინბურგში პოლიციის რეიდების დროს აზერბაიჯანის ორი მოქალაქის დაღუპვის საპასუხოდ, აზერბაიჯანმა ყველა რუსული კულტურული ღონისძიება გააუქმა.



თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა: სავალუტო შემოდინებები გაიზარდა, კვლავ ევროკავშირის წამყვანი წილით
აღმოაჩინეთ შეთავაზებები ფინანსურ სერვისებზე საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკში
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2025 წლის ფინალისტები ცნობილია!
საქართველოს ბანკში ბიზნეს ანგარიშის გახსნა ონლაინ 2 წუთშია შესაძლებელი