
საქართველოს ბანკმა, ახალი კამპანია — „იკითხე მეტი“ წამოიწყო. ინიციატივა „წიგნების თაროსთან“ თანამშრომლობით ხორციელდება და მისი მიზანი ახალგაზრდებში წიგნიერების პოპულარიზაციაა.
ქალაქის ქუჩები სავსეა ციტატებით, რომლებსაც ახალგაზრდები ხშირად იმახსოვრებენ, ფოტოებს უღებენ,თუმცა მათი ავტორები და კონტექსტი ბევრისთვის უცნობია. სწორედ ამიტომ, პროექტი მიზნად ისახავს ციტატების მიღმა არსებული ლიტერატურის ხელახლა აღმოჩენას და მისი წაკითხვის წახალისებას.
კამპანიის პირველ ეტაპზე ქალაქის კედლებზე არსებულ ლიტერატურულ გრაფიტებზე სპეციალური სტიკერები გამოჩნდა. „იკითხე მეტის“ სტიკერები, QR კოდთან ერთად, ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, მარტივად გაიგონ, თუ ვინ არის კონკრეტული ციტატის ავტორი და რომელი ნაწარმოებიდან არის ის. QR კოდის დასკანერების შემდეგ, მომხმარებელი გადადის სპეციალურად შექმნილ პლატფორმაზე — ikitkhemeti.ge, სადაც თავმოყრილია ცნობილი ფრაზები და წიგნი საიდანაც ის არის აღებული.
აღსანიშნავია, რომ “იკითხე მეტი” კამპანიის ფარგლებში სტუდენტები ბიბლუსში Student Card - ით გადახდისას ამ წიგნებზე სპეციალური ფასდაკლებებით ისარგებლებენ. თუ ჯერ არ გაქვს საქართველოს ბანკის Student Card, შეუკვეთე მარტივად აქ.
„იკითხე მეტი“ გრძელვადიანი ინიციატივაა და მის ფარგლებში არაერთი საინტერესო აქტივობა არის დაგეგმილი.

„დღეს ის დღეა, ჩვენი ერთგული მომხმარებლები მთელი წლის განმავლობაში რომ ელოდებით ხოლმე“ - „ფარმადეპოში“ BLACK FRIDAY-ის გრანდიოზული შეთავაზებები დაიწყო
მე 11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა - პირდაპირი
ჯპს-ის ნებისმიერ ფილიალში Black Friday-ს გამორჩეული აქციები უკვე ძალაშია
ფეხბურთი მელიქიშვილზე
მოქალაქეებმა კვლავ ჭავჭავაძის გამზირის ტერიტორია დაიკავეს - პროტესტი გრძელდება
ამერიკული დოლარი | 2.46 | 0.00000 | |
ევროპული ევრო | 2.68 | 0.00000 | |
რუსული რუბლი | 0.03 | 0.00000 | |
ბრიტანული ფუნტი | 3.41 | 0.00000 |