თბილისის მინი ფეხბურთის სასკოლო ლიგის გამარჯვებული სკოლა ცნობილია - პროექტის მთავარი სპონსორია საქართველოს ბანკი

21 ივლისს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, თბილისში, მინი ფეხბურთის სასკოლო ლიგის ფინალი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს თბილისის №112 და თბილისის №180 საჯარო სკოლები შეხვდნენ.

სკოლის მოსწავლეებმა დაძაბული შეხვედრა ანგარიშით 4:4 დაასრულეს, პენალტების სერიის შედეგად კი, მინი ფეხბურთის სასკოლო ლიგის გამარჯვებული თბილისის №180 საჯარო სკოლა გახდა.

ინფორმაციისთვის, წელს სასკოლო ლიგაში მონაწილეობა 114 საჯარო სკოლის 2 000-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო. შეჯიბრი მთელი სასწავლო წლის განმავლობაში — შემოდგომიდან ზაფხულამდე მიმდინარეობდა.

ერთად ვუგულშემატკივროთ მომავალ სპორტსმენებს და არ დაგვავიწყდეს რომ საქართველოს ბანკი სასკოლო ლიგის მთავარი სპონსორია.

საქართველოს ბანკი ახალგაზრდებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდაჭერის მიზნითქვეყანაში მასშტაბური სპორტული ღონისძიების - სასკოლო ლიგის მთავარი სპონსორია.

სასკოლო ლიგის ფარგლებშისაქართველოს სხვადასხვა რეგიონშისპორტის 15 -მდე სახეობაში სკოლებს შორის შეჯიბრებები იმართება - მინი ფეხბურთშიკალათბურთშითაგ რაგბიში (.უკონტაქტო რაგბი), ჭადრაკშიმაგიდის ჩოგბურთშიფარიკაობაშიმშვილდოსნობაშიველოსპორტშიტექბოლშიცურვაშიხელბურთში და სხვა - რაც შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებსგამოავლინონ საკუთარი პოტენციალიაღმოაჩინონ ახალი უნარები და მიაღწიონ წარმატებას სპორტში.

სასკოლო ლიგის პროექტში ყოველწლიურად 20 000-მდე მოსწავლე მონაწილეობს.



თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა: სავალუტო შემოდინებები გაიზარდა, კვლავ ევროკავშირის წამყვანი წილით
აღმოაჩინეთ შეთავაზებები ფინანსურ სერვისებზე საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკში
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2025 წლის ფინალისტები ცნობილია!
საქართველოს ბანკში ბიზნეს ანგარიშის გახსნა ონლაინ 2 წუთშია შესაძლებელი