
ინდური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია IndiGo, თბილისის მიმართულებით რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას, ინდოეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ქალაქიდან - მუმბაიდან შეასრულებს.
ავიაკომპანიის მიერ, სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, მუმბაი - თბილისი - მუმბაის საჰაერო ხაზზე ფრენების დაწყება მიმდინარე წლის 2 აგვისტოდან იგეგმება. რეგულარული ავიარეისები ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე, კვირაში 3 სიხშირით, ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს განხორციელდება.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელის, გივი დავითაშვილის შეფასებით, საქართველოსა და ინდოეთს შორის საჰაერო მიმოსვლა მზარდი დინამიკით გამოირჩევა და აზიის უმსხვილესი ქალაქიდან ახალი მიმართულების დამატება კიდევ უფრო შეუწყობს ხელს მგზავრთნაკადის მოზიდვას. „გასულ წელს, ავიაკომპანია IndiGo დელი - თბილისი - დელის საჰაერო ხაზზე 75 ათასზე მეტ მგზავრს მოემსახურა. წელს, მხოლოდ ექვს თვეში კი ამავე მიმართულებით 56 ათასზე მეტი მგზავრი გადაიყვანა. მუმბაი აზიის ერთ-ერთი უმსხვილესი ქალაქი და დელის შემდეგ ყველაზე დიდი საავიაციო ჰაბია ინდოეთში. შესაბამისად, აღნიშნული მიმართულების დამატება ხელს შეუწყობს საქართველოში მგზავრთნაკადის კიდევ უფრო მოზიდვას, ასევე გაადვილებს ჩვენი მოქალაქეების გადაადგილებას როგორც ინდოეთის, ისე აზიის სხვა მიმართულებებით." - განაცხადა გივი დავითაშვილმა.
IndiGo საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2023 წელს შემოვიდა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანია IndiGo-ს ახალი მიმართულებებით ოპერირების ნებართვა უკვე მიანიჭა.

„დღეს ის დღეა, ჩვენი ერთგული მომხმარებლები მთელი წლის განმავლობაში რომ ელოდებით ხოლმე“ - „ფარმადეპოში“ BLACK FRIDAY-ის გრანდიოზული შეთავაზებები დაიწყო
მე 11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა - პირდაპირი
ჯპს-ის ნებისმიერ ფილიალში Black Friday-ს გამორჩეული აქციები უკვე ძალაშია
ფეხბურთი მელიქიშვილზე
მოქალაქეებმა კვლავ ჭავჭავაძის გამზირის ტერიტორია დაიკავეს - პროტესტი გრძელდება
ამერიკული დოლარი | 2.46 | 0.00000 | |
ევროპული ევრო | 2.68 | 0.00000 | |
რუსული რუბლი | 0.03 | 0.00000 | |
ბრიტანული ფუნტი | 3.41 | 0.00000 |