თიბისის მხარდაჭერით შემოქმედებითი ინდუსტრიის საერთაშორისო ფესტივალი AD BLACK SEA 2025 გაიმართება (რ)

შემოქმედებითი ინდუსტრიის ფესტივალი AD BLACK SEA 2025 ტრადიციულად შავი
ზღვის სანაპიროზე, ბათუმში, 11 სექტემბერს აიღებს სტარტს და 13 სექტემბერს
გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიით დასრულდება. ფესტივალის უცვლელი
პარტნიორია თიბისი.

სამი დღის განმავლობაში, ფესტივალი უმასპინძლებს ინდუსტრიის წამყვანი პროფესიონალებისა და საინტერესო ადამიანების გამოსვლებს, ვორქშოფებსა და
პანელურ განხილვებს. მათ შორის, შემოქმედებითი გუნდების სწორ მუშაობაზე ორიენტირებული კომპანიის - Let’s Lightbubl-ის დამფუძნებელი Tim Leake იქნება. ეს
არის შესაძლებლობა, სფეროთი დაინტერესებული ადამიანები გაეცნონ შემოქმედებით
ინდუსტრიაში არსებულ ტენდენციებს, გაიღრმაონ პროფესიული ცოდნა და გაიცნონ
სფეროს წამყვანი პროფესიონალები.

ფესტივალი ყოველწლიურად დაჯილდოების ცერემონიით სრულდება, სადაც წინასწარ
შერჩეული საერთაშორისო ჟიური გამარჯვებულებს სხვადასხვა კატეგორიაში გამოავლენს. კონკურსში მონაწილეობას იღებენ, როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო სააგენტოები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

თიბისი და AD BLACK SEA ფესტივალის დაარსებიდან, 2015 წლიდან პარტნიორები
არიან. თიბისისთვის, შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდაჭერა და მისი განვითარება
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. AD BLACK SEA უკვე მეცხრე წელია
იმართება ბათუმში, სადაც ევროპის და აზიის ქვეყნების წარმომადგენლები ერთმანეთს
ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებენ.

წელს, უკვე მესამედ, AD BLACK SEA-ზე თიბისი წარადგენს ნომინაციას Young Creative
და წლის ყველაზე შემოქმედებით ახალგაზრდას გამოავლენს.

ფესტივალის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.

თიბისი ბრენდის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება, განვითარებაზე ორიენტირებულობაა. მსგავსი ღონისძიებები, აფართოებს შემოქმედებით თვალსაწიერს და ამ ინდუსტრიის წარმომადგენლებს აძლევს მოტივაციას, მიიღონ ახლი ცოდნა და გამოცდილება. არწმუნებს, რომ შეუძლებელიც შესაძლებელია, მთავარია სჯეროდეთ!



“AI -ის გამოყენება ბიზნესში“ — ტატა მომცელიძე საქართველოს ბანკის ვორკშოპიდან რჩევებს გვიზიარებს
Tester’s Day 2025 - თიბისის მხარდაჭერით, მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ღონისძიება გაიმართა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, თბილისში ტექნოლოგიური კონფერენცია AI Innovate 2025 გაიმართა
თიბისის მხარდაჭერით შემოქმედებითი ინდუსტრიის საერთაშორისო ფესტივალი AD BLACK SEA 2025 იწყება!