თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, სექტემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

თიბისი ბიზნესისთვის მხარდაჭერით, სექტემბერში, 5 სხვადასხვა თემატიკის ტრენინგი გაიმართება.
ბიზნესების წარმომადგენლებს, რომლებსაც საკუთარი საქმიანობის განვითარებისთვის, კონკრეტული მიმართულებით ცოდნის გაღრმავება და პროფესიონალების რჩევა სჭირდებათ, შესაძლებლობა ექნებათ, სფეროს ექსპერტებისგან მათთვის საინტერესო საკითხებზე მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია და მიღებული ცოდნით, საკუთარი ბიზნესის წარმატებას შეუწყონ ხელი.
სექტემბრის შეხვედრების განრიგი:
- პირველი ტრენინგი ონლაინ ფორმატში ჩატარდება, საგადასახადო საკითხების თემატიკაზე. ტრენერი, დავით პაპიაშვილი საქართველოში მოქმედი გადასახადების გადახდის ვალდებულებების წარმოშობის ძირითად პრინციპებზე ისაუბრებს და მათი გამოანგარიშების პრაქტიკულ მაგალითებს განიხილავს.
- მეორე ტრენინგი, ფიზიკურ სივრცეში, 23 სექტემბერს გაიმართება და ის ESG თემატიკას - „ბიზნესის გზა მდგრადობისკენ - შექმენი მწვანე მომავალი” დაეთმობა. შეხვედრას საერთაშორისო კომპანია „დეველორი“ გაუძღვება. ტრენინგის ფარგლებში, განხილული იქნება ისეთი საკითხები, როგორებიცაა: მწვანე დაფინანსება, მწვანე ინიციატივების უპირატესობები და გამოწვევები.
- მესამე ონლაინ ტრენინგი 24 და 26 სექტემბერს, ასევე, ონლაინ ფორმატში გაიმართება, თემაზე - ,,რატომ მუშაობს და რატომ არ მუშაობს რეკლამა”. ტრენინგს ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი, ალექსანდრე ჩომახიძე ჩაატარებს.
- კიდევ ერთი ონლაინ ტრენინგი 25 სექტემბერს ჩატარდება და ის შემდეგ თემატიკას დაეთმობა - ,,როგორ გამოვიყენოთ ხელოვნური ინტელექტი ბიზნესში“. ტრენინგს ბიზნესკონსულტანტი, შალვა ახრახაძე გაუძღვება.
- სექტემბრის თვის ბოლო, მეხუთე ტრენინგის თემა „ ინდივიდუალური მეწარმეების საგადასახადო დაბეგვრა“ იქნება და ის 29 სექტემბერს, ონლაინ ფორმატში ჩატარდება. ტრენინგს დავით პაპიაშვილი გაუძღვება.
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში ჩართვა თიბისის ბიზნესმომხმარებლებს წინასწარი რეგისტრაციით შეუძლიათ, ბმულზე: ბიზნეს განათლება , სადაც კურსების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღებაცაა შესაძლებელი. ტრენინგებზე დასწრება უფასოა.
წარმატება გზაშია, მთავარია გჯეროდეს!
“AI -ის გამოყენება ბიზნესში“ — ტატა მომცელიძე საქართველოს ბანკის ვორკშოპიდან რჩევებს გვიზიარებს
Tester’s Day 2025 - თიბისის მხარდაჭერით, მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ღონისძიება გაიმართა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, თბილისში ტექნოლოგიური კონფერენცია AI Innovate 2025 გაიმართა
თიბისის მხარდაჭერით შემოქმედებითი ინდუსტრიის საერთაშორისო ფესტივალი AD BLACK SEA 2025 იწყება!
რეკლამა/ხელმოწერა
დღის თემა
2025 წლის აგვისტოში წლიური ინფლაცია 4.6%-მდე დაჩქარდააქტუალური
ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო - არ ვცნობთ „ოცნების“ მთავრობას, ლეგიტიმური პრეზიდენტი ზურაბიშვილიააქტუალური
სტრასბურგი ივანიშვილის რეჟიმის სრულ იზოლაციას და უმკაცრესად დასჯას ითხოვსაქტუალური
70 დღე იშიმშილა - როგორ აწამეს ჟურნალისტი ნაზი შამანაური
საინტერესო
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, სექტემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
დასაწყისი ახლოსაა, მთავარია გჯეროდეს
თიბისის მხარდაჭერით შემოქმედებითი ინდუსტრიის საერთაშორისო ფესტივალი AD BLACK SEA 2025 გაიმართება (რ)
Toyota X Bridgestone - იაპონური პარტნიორობის სტანდარტი
„ზაფხულის ენერგია ჯილისთან ერთად“: ახალი თავგადასავლების სეზონი - Geely Center Tegeta-ს კამპანია
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის კონკურსი - „ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის“ დაიწყო
„თეგეტა მოტორსში“ შეძენილ ავტონაწილებზე უპრეცედენტო საგარანტიო პირობები მოქმედებს
„ჰკითხე ექსპერტს“ – კამპანია, რომელიც ლომბარდთან დაკავშირებულ სტერეოტიპებს ამსხვრევს
დღის ვიდეო
„დღეს ის დღეა, ჩვენი ერთგული მომხმარებლები მთელი წლის განმავლობაში რომ ელოდებით ხოლმე“ - „ფარმადეპოში“ BLACK FRIDAY-ის გრანდიოზული შეთავაზებები დაიწყო
მე 11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა - პირდაპირი
ჯპს-ის ნებისმიერ ფილიალში Black Friday-ს გამორჩეული აქციები უკვე ძალაშია
ფეხბურთი მელიქიშვილზე
მოქალაქეებმა კვლავ ჭავჭავაძის გამზირის ტერიტორია დაიკავეს - პროტესტი გრძელდება
ამერიკული დოლარი | 2.46 | 0.00000 | |
ევროპული ევრო | 2.68 | 0.00000 | |
რუსული რუბლი | 0.03 | 0.00000 | |
ბრიტანული ფუნტი | 3.41 | 0.00000 |