მომენტალური გადარიცხვები მობილურის ნომრით 24/7-ზე, მიიღეთ ახალი შესაძლებლობა ბაზისბანკის მობაილ ბანკში

ციფრული სერვისების განვითარებისა და სამომხმარებლო გამოცდილების გასაუმჯობესებლად, ბაზისბანკის მომხმარებლებს უკვე მობაილ ბანკით შეუძლიათ მომენტალურად გადარიცხონ ან მიიღონ თანხა ანგარიშზე მობილურის ნომრით, 24/7-ზე.

მომენტალური გადარიცხვების ინოვაციური სისტემა საქართველოში პირველად დაინერგა და მისი დახმარებით ფიზიკურ პირებს შესაძლებლობა აქვთ, პირველ ეტაპზე ბაზისბანკის და  საქართველოს ბანკის ანგარიშებს შორის, მხოლოდ მობილურის ნომრის გამოყენებით გადარიცხონ ან მიიღონ თანხა. ტრანზაქცია მიმღების ანგარიშზე მომენტალურად, დღე-ღამის ნებისმიერ დროს აისახება.

მნიშვნელოვანია ის, რომ პირველად, მობაილ ბანკით თანხის გადარიცხვა შესაძლებელია როგორც ეროვნულ ვალუტაში, ისე აშშ დოლარსა და ევროში.

ლარში ერთჯერადად გადარიცხვისას მაღალი, 10,000 ლარის ოდენობის, ხოლო აშშ დოლარსა და ევროში 1,000 ერთეულის ლიმიტი მოქმედებს. გადარიცხვების განხორციელება კი შეუზღუდავი სიხშირით არის შესაძლებელი.

მომენტალური გადარიცხვების უპირატესობები:

გადარიცხეთ თანხა მობილურის ნომრით სხვა ბანკში და მიიღეთ ანგარიშზე მომენტალურად, მობაილ ბანკით 24/7-ზე.

მომენტალური გადარიცხვების შესახებ დეტალურად გაეცნობით აქ.



“AI -ის გამოყენება ბიზნესში“ — ტატა მომცელიძე საქართველოს ბანკის ვორკშოპიდან რჩევებს გვიზიარებს
Tester’s Day 2025 - თიბისის მხარდაჭერით, მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ღონისძიება გაიმართა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, თბილისში ტექნოლოგიური კონფერენცია AI Innovate 2025 გაიმართა
თიბისის მხარდაჭერით შემოქმედებითი ინდუსტრიის საერთაშორისო ფესტივალი AD BLACK SEA 2025 იწყება!