ბაზისბანკის პარტნიორობით რუსთავში მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი „რუსთაველი XVII“ შენდება

ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის სანდო ფინანსური მხარდამჭერი განაგრძობს სამშენებელო და დეველოპერული კომპანიების პარტნიორობას. რუსთავში, ფანცულაიას ქუჩაზე, “რუსთაველი ჯგუფი” ახალ მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს “რუსთაველი XVII” აშენებს. მის განსახორციელებლად, ბაზისბანკის ფინანსური მხარდაჭერა 6,3 მილიონი აშშ დოლარს შეადგენს.

დეველოპერული კომპანია “რუსთაველი ჯუფი” ქალაქ რუსთავში ახალ, თანამედროვე, სანდო და მაღალი ხარისხის მშენებლობებით გამოირჩევა. კომპანია მუდმივად ორიენტირებულია მომავალი მობინადრეების კომფორტული გარემოს შექმნაზე. 11 სართულიანი თანამედროვე კომპლექსი „რუსთაველი XVII“ 245 მრავალფეროვანი აპარტამენტისგან შედგება, ბინების მინიმალური ფართი 48,8 კვ.მ-დან იწყება. კომპლექსი მოიცავს კომერციული და საოფისე სივრცეებს, ითვალისწინებს 144  საპარკინგე ადგილს, გამწვანებულ ეზოს, სპორტულ და საბავშვო მოედნებს. ეკოლოგიურად სუფთა, მშვიდი და უსაფრთხო გარემო იდეალურ საცხოვრებელ პირობებს  უქმნის მომავალ მაცხოვრებლებს.

პროექტი დასრულდება 2026 წელს. მომავალ მაცხოვრებლებს ჩაბარდება შავი და მწვანე კარკასის კონდიციაში.

ბაზისბანკი, პროექტი “რუსთაველი XVII”  საცხოვრებელ კომპლექსში ბინის შესაძენად მარტივ იპოთეკურ სესხს გთავაზობთ. განაცხადის შევსება  შესაძლებელია ონლაინ



“AI -ის გამოყენება ბიზნესში“ — ტატა მომცელიძე საქართველოს ბანკის ვორკშოპიდან რჩევებს გვიზიარებს
Tester’s Day 2025 - თიბისის მხარდაჭერით, მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ღონისძიება გაიმართა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, თბილისში ტექნოლოგიური კონფერენცია AI Innovate 2025 გაიმართა
თიბისის მხარდაჭერით შემოქმედებითი ინდუსტრიის საერთაშორისო ფესტივალი AD BLACK SEA 2025 იწყება!